18:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 12:11:35, 460 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ასოცირების შეთანხმება ევროპული სახელმწიფოს შექმნის საშუალებას გვაძლევს

ჩვენ დღეს ერთად ძალიან მნიშვნელოვან დღეს ავღნიშნავთ. ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ეს ძალიან დიდი მიღწევაა,  - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულებამ პოზიტიური შედეგები მოიტანა და ამას უკვე საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ საქართველოს დიდ მეგობარს, ის პირველად არ არის საქართველოში. ჩვენ დღეს ერთად ძალიან მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნეთ. ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. საქართველო მიისწრაფის ევრპოული ოჯახისკენ, რომ ევროპული სახელმწიფო შევქმნათ. ამის საშუალებას ასოცირების შეთანხმება გვაძლევს. ასოცირების შეთანხმებამ პოზიტიური შედეგები მოიტანა და ამ შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს, იზრდება ექსპორტი და ინვესტიციები", - განაცხადა ჯანელიძემ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, გერმანიას საქართველოსთან ძალიან მაღალი დონის ურთიერთობა აქვს. მისივე თქმით, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს.

"გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმსხვილესი კონტრიბუტორია. ამიტომ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ ხალხს.საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროპა იყოს უსაფრთხო და სტაბილური. ჩვენ ძალიან მაღალი დონის ურთიერთობა გვაქვს გერმანიასთან. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანი  დარეგულირებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს ჩვენ ვვცდილობთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების დარეგულირებას. გერმანიამ კიდევ ერთხელ დაგვიჭირა მხარი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics