2016-06-30 17:55:51, 1256 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონის მახლობლად, სამხედრო საჰაერო ბაზაზე სროლის ხმა ისმის
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის მახლობლად, მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზაზე სროლის ხმა ისმის, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამხედრო საჰაერო ბაზის პერსონალი თავშესაფარშია გადაყვანილი.
დაუდასტურებელი ცნობით, სროლა ავიაბაზის სამედიცინო ცენტრიდან ისმოდა.
ცნობისთვის, ავიაბაზა ენდრიუსი მერილენდში მდებარეობს.
Fox News-ის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან