16:58 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 17:46:45, 418 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

საქარათველოს პრეზიდენტი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  საკითხებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო  გაძლიერდება. საქართველოს და გერმანიის დელეგაციამ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელა. საქართველოს პრეზიდენტმა ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. 

გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ მხარეს  მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე  მხარდაჭერისათვის,  ასევე ოკუპირებული ტერიტორიების  არაღიარების პოლიტიკის  მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ  გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას  აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მიზანია ევროპული ინტეგრაციების გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს. 

საუბარი ასევე შეეხო ნატოს მომავალ ვარშავის სამიტს, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა ევროპაში არსებულ სირთულეებზეც იმსჯელეს. 

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ბუნდესტაგის პრეზიდეტმა.
„ბერლინში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს წარმომადგენლების მიერ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. მე ვერ ვიხსენებ, მსგავსი სახის  სერიოზულ ვიზიტებს.

ეს ხაზს უსვამს, იმას რომ ორივე მხრიდან არსებობს ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერების და განვითარების საჭიროება.

რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ევროპასთან დაახლოების შემდგომი პროცესი და ის ჩარჩო პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული პროცესის განვითარება.

ჩვენ მოვამზადეთ რეკომენდაციები და გთავაზობთ, რომ გამოიყენოთ ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა მომავალ წელს საქართველოში გერმანული დიასპორის დასახლების 200 წლის იუბილე და ასევე, საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობა 2018 წელს, ბერლინში, წიგნის ბაზრობაზე.

გერმანელ ხალხს სურთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები იყოს მეტად პერსპექტიული. ვფქირობ, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ წამახალისებელ გზაზე",  - აღნიშნა ბუნდესტაგის პრეზიდენტმა.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics