04:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 17:29:48, 556 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო. ტრადიციული ღონისძიების აღნიშვნა რამდენიმე წლის წინ შეწყდა, თუმცა დღეს უკვე განახლებული სახით ტარდება და მასში მუნიციპალიტეტის ყველა თემია ჩართული.

დღესასწაული ქობულეთის განახლებულ ზღვისპირა პარკში გაიმართა და მას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები, მეგობარი ქვეყნებიდან მოწვეული ჟურნალისტები და ტურკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ავტორალი ჩოლოქის ხიდიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე. მოგვიანებით კი ფლეშმობი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ზღვისპირა პარკამდე მოეწყო მსვლელობა ღია ავტობუსებითა და ავტორალის მანქანებით.

ღონისძიების ორგანიზატორებმა სურპრიზი მოუწყვეს ბავშვებსაც და მათთვის საბავშვო კონცერტი დაიგეგმა, რომლის შემდეგაც ისინი ზღაპრის გმირებისა და მასხარების კოსტუმირებულ შოუში ჩაერთვნენ. იქვე მოიხატა ასფალტი.

არჩილ ხაბაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა ზღვისპირა პარკში შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის, სასტუმროებისა და რესტორნების საგამოფენო სივრცეს დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.

ზღვისპიარა პარკში ასევე მხატვრის სახლმა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გამართა. საღამოს კი ზღვისპირა პარკის მოპირდაპირედ პარაპლანისტებისა და სერფინგისტების შოუ გაიმართება. პარალელურად ზღვისპირა პარკის ამფითეატრში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. მოეწყობა სპორტული სანახაობები, იქვე გამოიფინება ქობულეთელ ჩემპიონთა ფოტოები. მოგვიანებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენას მოინახულებენ და ღვინის სახლს დაათვალიერებენ. ქობულეთობის ფინალი იქნება გალა კონცერტი ქალაქის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics