16:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 16:33:26, 663 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის და გაეროს ელჩები აჭარას სტუმრობენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნოდარ კერესელძე და დავით გალეგაშვილი ეწვივნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს პროგრამების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი და ენპარდ აჭარა-ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე. დელეგაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მასპინძლობდა. დელეგატებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ, სტუმრებისთვის მოეწყო აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში დამზადებული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია.

ბოლო სამი წლის მანძილზე აგროსერვის ცენტრი სარგებლობს ევროკავშირისა და UNDP-ის მრავალმხრივი ხელშეწყობით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი მომსახურების სპექტრი და შექმნა პირობები ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოცდისა და ფერმერთა განათლებისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics