04:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 15:19:55, 566 ნახვა

საზოგადოება
სოფელ წინუბანში წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის აღდგენა მიმდინარეობს

სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში საბავშვო ბაგა-ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქცია  მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაღი 1999 წელს დაიხურა და იმ დროიდან ადგილობრივებს ბავშვების ტარება რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დიდი ლილოს ბაღსა და ნასაგურის დასახლებაში უწევდათ.

მათივე ცნობით, აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

„ამ დასახლებას, თითქმის, 20 წელია საბავშვო ბაღის პრობლემა აქვს, ბაღი იყო დახურული და შესაბამისად, ვაგვარებთ ამ პრობლემას -აღვადგენთ 350 ბავშვზე გათვლილბაღს, რომელიც აღჭურვილი იქნება ისე, რომ სრულად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს, ისევე როგორც ყველა ახლადაშენებული და ჩვენს მიერ აღდგენილი ბაღი. წლის ბოლომდე დავასრულებთ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს, იანვარში აღიჭურვება შენობა, ახალი სეზონის დასაწყისში კი გავხსნით ამ საბავშვო ბაღს და შესაბამისად, წინუბნის დასახლებას მთლიანად მოვუგვარებთ საბავშვო-ბაღთან დაკავშირებულ პრობლემას,“-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მოსახლეობისმოთხოვნის გათვალისწინებით,ავარიული შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესი ორი თვის წინ დაიწყო და გეგმის თანახმად წლის ბოლომდე დასრულდება.

ცნობისთვის, საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება, მათ შორის, ორი - ბაგა.

გარდა წინუბნის ბაღის აღდგენისა, თბილისთან შემოერთებულ კიდევ ორ ტერიტორიაზე-სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში წელს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა  დაიწყება.

თბილისის მერთან ერთად,წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის აღდგენის პროცესს დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics