|
2016-06-30 13:49:34, 1304 ნახვა
მსოფლიო
ათათურქის აეროპორტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა, - ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია NTV იუწყება. მედია საშუალების იფნორმაციით, დაკავებულთა შორის 3 უცხოელია. სპეცოპერაცია ერთდოულად სტამბოლში 16 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, თურქეთის სამართალდამცველებმა იზმირში რეიდების დროს "ისლამურ სახელმწიფოსთან" სავარაუდო კავშირში მყოფი 9 ადამიანი დააკავა. დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებასა და ლოჯისტიკურ მხარადჭერაში, ასევე ახალი წევრების აყვანაში. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს. მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)