02:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 23:42:03, 591 ნახვა

საზოგადოება
30 ივნისს, თბილისის რვა რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 30 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ განცხადებას "თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, სამგორის, საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

"გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, შანდორ პეტეფის, კონსტანტინე ერისთავის, მარტყოფის, ალადაშვილის, ობსერვატორიის, შორაპნის, შირაქის, ცუცხვათის, გარე კახეთის, დოესის, აწყურის, ზინდისის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების და ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ლიხაურის ჩიხის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ჟღენტის, პეტრე ქავთარაძის, ვიქტორ ნოზაძის, დოლიძის, ქარელის, პანკისის, ბალანჩივაძის, ზურაბ ქაფიანიძის, ბაკურიანის და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის და მაჩაბლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგის, ცინცაძის, სვანეთის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, დგებუაძის, პასტერის, ნინოშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics