17:19 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 15:03:15, 654 ნახვა

ეკონომიკა
წულუკიანი ინვესტორებზე: კეთილი იყოს მათი მობრძანება საქართველოში

„კეთილი იყოს ინვესტორების მობრძანება საქართველოში. მათ შემოსვლას პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო უწყობს ხელს“, - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, დუბაიდან ბიზნესმენი საქართველოში 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა, მაგრამ საზღვარზე არ შემოუშვეს, რადგან კოდუას მიერ მოპოვებული ინვესტორი იყო.

წულუკიანის განმარტებით, საქართველოში არსებობს კანონები და არსებობენ სტრუქტურები, რომლებიც საზღვარს აკონტროლებენ. მინისტრის შეფასებით, კანონი ყველამ უნდა დაიცვას.

ამასთან, თეა წულუკიანის მტკიცებით, ინვესტორების საკანონმდებლო მოთხოვნები დღეს ბევრად გაადვილებულია.

„კეთილი იყოს ინვესტორების მობრძანება საქართველოში. ინვესტორები ის უცხოელები არიან, რომელთაც არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტრო ხელს უწყობს, რომ შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონები, არსებობენ სტრუქტურები, რომლებიც აკონტროლებენ საზღვარს და კანონი ყველამ უნდა დაიცვას. თუმცა, ინვესტორების საკნონმდებლო მოთხოვნები, ბევრად გაადვილებულია და ამისთვის საკმარისია წაიკითხოთ უცხოელთა შესახებ საქართველოს კანონი, სადაც ინვესტორებისთვის სპეციალური ვიზები, სპეციალური ბინადრობები და სპეციალური ხელშეწყობაა გათვალისწინებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics