01:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 15:13:53, 657 ნახვა

საზოგადოება
„მეძროხეობის სანაშენე ცენტრის  ჩამოყალიბება“ ებრაული კომპანიის ხელშეწყობით განხორციელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მესაქონლეობის სანაშენე საქმიანობის მიმართულების ებრაული კომპანიის (Green Horizon) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში „მეძროხეობის სანაშენე ცენტრის  ჩამოყალიბება“ ებრაული მხარის თანამონაწილეობის საკითხი განიხილეს.

უწყების ინფორამციით, საინიციატივო პროექტი გულისხმობს, როგორც ინტენსიური ფერმერული მეურნეობებისთვის უცხოური მაღალპროდუქტიული ძროხის ჯიშების სანაშენე ჯგუფის შექმნას, ასევე ადგილობრივ გარემოპირობებთან შეგუებული მაღალპროდუქტიული ჰიბრიდების გამოყვანას მაღალმთიანი და მომთაბარე მესაქონლეობისთვის. პროექტის აუცილებელი კომპონენტი საკვებწარმოების ბლოკის და  სასწავლო-სადემონსტრაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

“მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის საქმიანობა ხელს შეუწყობს ინტენსიური ტიპის მერძეული ფერმების დაარსებას, პირუტყვის გენოფონდის გაუმჯობესებას და დარგში საერთაშორისო სტანდარტის უნარ-ჩვევების დანერგვას", - განაცხადა იური ნოზაძემ.

შეხვედრაზე ებრაული კომპანიის ექსპერტმა, ეფი იერუშალმიმ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში,  ებრაელმა ექსპერტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ინტენსიური ტიპის მეცხოველეობის ფერმები დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ ფერმებში მენეჯმენტის გაუმჯობესების, სწორად დაბალანსებული კვების და ინტროდუცირებული ჯიშის საქონლის მოვლის უნარ-ჩვევების ცოდნის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  პროდუქტიულობას და გაზრდის შემოსავლებს.

კვლევით ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის აკადემიისა და კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics