01:06 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:58:52, 512 ნახვა

საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზს აქვეყნებს

პარლამენტში  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევის პრეზენტაცია  გამართა.

ორგანიზაციამ  ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან საქართველოს პარლამენტის  საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი წარმოადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში განხორციელებული ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციის ოთხ სხვადასხვა ნაწილს მოიცავს, რომლებიც ღიაობის, გამჭვირვალობის, საპარლამენტო მუშაობისა და  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ თემატურად  დაჯგუფებულ პრინციპებს წარმოადგენს.

1 - ღიაობის კულტურის სტიმულირება, ორგანიზაციის მიერ შესრულების შეფასება:

უკანასკნელ პერიოდში პარლამენტის ღიაობის ზრდის თვალსაზრისით,  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. საკანონმდებლო ორგანო თანამშრომლობს  სამოქალაქო საზოგადოებასთან.  პარლამენტის კომიტეტის მიერ რამდენჯერმე  შეიქმნა სამუშაო ჯგუფები კანონპროექტების  შემუშავების  და განხილვების პროცესში. აღნიშნული პროგრესის მიუხედავად,   საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს  საქართველოს პარლამენტის საქმიანობის  შესაბამისობას ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციის ძირითად  პრინციპებთან. კერძოდ:

ეთიკის კოდექსის შემუშავება და მონიტორინგის მექანიზმის შექმნა;

სამოქალაქო საზოგადოების  საკანონმდებლო პროცესში აქტიურად ჩართვა;

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის  ერთიანი სტანდარტის დანერგვა და შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება.

2 - საპარლამენტო ინფორმაციის  გამჭვირვალობის  უზრუნველყოფა

2014 წლიდან  საპარლამენტო ინფორმაციის  გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პარლამენტის ვებგვერდზე ოპერატიულად ქვეყნდება  კომიტეტების და პლენარული სხდომების  მოკლე აღწერა და პრესრელიზები;  შესაძლებელი გახდა ანონსების არქივით დათვალიერება, აგრეთვე საკომიტეტო მოსმენებისა და  პლენარული სხდომების თვალის დევნება. პარლამენტის ვებგვერდს დაემატა  ვიდეოჩანაწერის  გადახვევის ფუნქცია.

თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები ინფორმაციის გამჭვირვალობის თავლსაზრისით:

პარლამენტის ვებგვერდზე  პარლამენტის წევრების მიერ  პლენარული და კომიტეტის  სხდომების საპატიო მიზეზით  გაცდენების შესახებ ინფორმაციის განთავსება. კომიტეტის სხდომაზე  უფლებამონაცვლით  სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი, თუ გაცდენა საპატიო მიზეზით ხდება.

პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს  ინფორმაცია  პარლამენტის წევრების  სამივლინებო ხარჯების, აპარატის თანამშრომლების პრემიების  შესახებ.

პარლამენტის ვებგვერდზე  კომიტეტების სხდომის ოქმების, კომიტეტების სამოქმედო გეგმებისა და  წლიური  ანგარიშების  დროულად განთავსება.

პარლამენტის ვებგვერდზე   კანონპროექტებზე  ყველა კომიტეტის  დასკვნების,  ექსპერტთა შენიშვნების და დასკვნების, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებისა და მათი განხილვის შედეგების დროულად და სრულად განთავსება.

3 - საპარლამენტო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის  გაადვილება

სამოქალქო საზოგადოებას და მედიას არ ექმნებათ მნიშვნელოვანი დაბრკოლება  საპარლამენტო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა მოქალაქეებისთვის საპარლამენტო ინფორმაციის მიღების ბარიერს წარმოადგენს  პარლამენტის ვებგვერდზე  ინფორმაციის არასრულყოფილად განთავსება.  საჭიროა  გარკვეული ღონისძიებების განხორციელება:

პარლამენტის შენობაში  შესვლის სისტემის გამარტივება; პლენარული და  კომიტეტების  სხდომების  თემატური არქივის შექმნა; საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები  მნიშვნელოვანი რაოდენობით  წარმოდგენილი ეთნიკური  უმცირესობების  ენებზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების თარგმნა.

4 - საპარლამენტო ინფორმაციის  ელექტრონული  კომუნიკაციის უზრუნველყოფა

უკანასკნელი პერიოდის  განმავლობაში გაუმჯობესდა  პარლამენტის ვებგვერდის ფუნქციონირება, თუმცა კვლავ პრობლემებია. აუცილებელია   შემდეგი ძირითადი ცვლილებების განხორციელება:

პარლამენტის ვებგვერდზე შესაძლებელი უნდა იყოს  კანონპროექტებზე მოქალაქეების კომენტარებისა და მოსაზრებების დაფიქსირება;

 ნორმატიული აქტების პროექტები  პარლამენტის ვებგვერდზე ბუნდა განთავსდეს დამუშავებადი ფორმატით.

კანონპროექტს უნდა მიენიჭოს  უნიკალური ნომერი და  ბმულით დაუკავშირდეს  თანმდევ  კანონპროექტებს, მოქმედ  კანონს და ექსპერტთა დასკვნებს.

პარლამენტის წევრებმა  უნდა გამოიყენონ  ოფიციალური  ელექტრონული ფოსტა. პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა უნდა განაახლონ ინფორმაცია მათ ვებგვერდებზე.

უნდა განხორციელდეს პარლამენტის ვებგვერდის ადაპტირება შშმ პირებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics