01:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:28:02, 576 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა

თბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა.

მერიის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზამთარში გათბობის აუცილებელი სამომხმარებლო სიმძლავრე 58%-ით შემცირდება. ცხელი წყლის მომარაგებისათვის ელექტრო გამაცხელებლების ნაცვლად კი მზის კოლექტორები დამონტაჟდა, რომელთა გამოყენებაც ელექტროენერგიის მოხმარების 51%-ით შემცირებას უზრუნველყოფს.

განახლებულ ბაგა-ბაღში დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან და ჩუღურეთის გამგებელთან ერთად იმყოფებოდა.

ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული საპილოტე პროექტით  გაცილებით ნაკლები დაჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა და შემცირდება გამონაბოლქვის მოცულობა.

„გაკეთდა საპილოტე ენერგოეფექტური პროექტი, რომლის შედეგადაც ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების მნიშვნელოვანი დანაზოგი კეთდება. სისტემა მთლიანად გადავიდა მზის ენერგიაზე. გარდა ამისა, მოხდა შენობის ცალკეული კომპონენტების შეცვლა, რაც გათბობაზე მოხმარებულ ენერგიას დაზოგავს. საბოლოო ჯამში ფინანსურად გაცილებით ნაკლები დაგვიჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა. ასევე გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რადგან 20 ტონით შემცირდება გამონაბოლქვი CO2-ის მოცულობა, რითაც ვასრულებთ პირობას, რომელსაც თბილისის მერიამ ხელი 2010 წელს მოაწერა. საუბარია მერების შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც გვაქვს ვალდებულება, 2020 წლამდე 20%-ით შევამცირიოთ CO2-ის მოცულობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გათბობის სისტემაში თბური ტუმბოს და ფოტოვოლტაიკების ერთობლივი გამოყენებით მიღებული ეკონომია ბუნებრივი აირის მოხმარების დამატებით 10%-იან შემცირებას უზრუნველყოფს. ფოტოვოლტაიკების მიერ გენერირებული ელექტროენერგია კი ქსელიდან მიღებულ ენერგიას 20%-ით შეამცირებს.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად CO2-ის ემისიის შემცირება წლიურად 22 ტონას შეადგენს.

2016 წელს თბილისში, ჯამში, 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება და ყველა შენობა ენერგოეფექტური იქნება. 

 

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics