09:06 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-02 12:37:24, 619 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ახალი პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“ დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებისთვის ახალი პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების  მხარდაჭერა“ დაიწყო. 

პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.  კონკურში მონაწილეობის სურვილი 70-მდე ყოფილმა პატიმარმა გამოთქვა.

მათ პირველადი გასაუბრება  ბიზნეს იდეების შესახებ სპეციალურად შექმნილ საგრანტო კომიტეტთან გაიარეს, სადაც სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები ერთიანდებიან.  ინდივიდუალური ბიზნესიდეის დაფინანსება შესაძლებელია 500-დან 6 000 ლარის ოდენობით. ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში კი დაფინანსება 12 000-დან 15 000 ლარამდეა შესაძლებელი.

ბენეფიციარების ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა (მესაქონლეობა, მებოსტნეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა); წარმოება (თონე, ტანსაცმლის შეკერვა, სახაჭაპურე, მეტალო-პლასტმასის წარმოება, თექა) და მომსახურება (კაფე, ჭრა-კერვა, კომპიუტერების შეკეთება, ავტო-სკოლა, თეთრეულის სამრეცხაო). საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდა 40 აპლიკანტი. 

მათ ჩაუტარდებათ ორდღიანი ბიზნესტრენინგი, შეისწავლიან ბიზნესგეგმის დაწერის მეთოდს და მიიღებენ კონსულტაციას როგორც ბიზნესსაქმიანობის, ასევე სამართლებრივ საკითხებზე. ჯამში ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დასაფინანსებლად იუსტიციის სამინისტროს მიერ საგრანტო პროექტში გამოყოფილია ფონდი 56 000 ლარის ოდენობით. პროექტის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
 როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი პაპავამ განაცხადა,  ყოფილი პატიმრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესგრანტების პროგრამა, რომელსაც  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აფინანსებს. „მიმდინარე წელს, გაცილებით უფრო მეტი აპლიკანტი მონაწილეობდა კონკურსში, სადაც გასაუბრებისა და ბიზნეს გეგმების შედგენის ტრენინგების წარმატებით გავლის შემდგომ, გაიცემა დაფინანსება 500-დან 6000-ლარამდე ოდენობით. ძირითადად წარმოდგენილია ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სფეროები, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მიწის დამუშვება და ა.შ.   
პრიორიტეტი ენიჭება შეჭირვებულობის ხარისხსა და ბიზნესის რეალურ მდგრადობას, სადაც თავად ყოფილი პატიმარი არის ძირითადი მოქმედი სუბიექტი ბიზნესის საკუთარი ძალებით წარმართვისას“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ორი წელია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics