|
2016-06-28 12:21:09, 595 ნახვა
პოლიტიკა
GFK: საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი, 21,7 % მისცემდა
გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა. კითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი 21.7%-მა. გამოკითხულთა 7.8% სახელმწიფო ხალხისთვის -პაატა ბურჭულაძეს ასახელებს. 6.2% ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას თავისუფალ დემოკრატების მისცემდა. ლეიბორისტული პარტია 2.8%, პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.2%, ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო 1.6 %, რესპუბლიკური პარტია 0.6 %, ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 0.3 %, საქართველოს გზა -სალომე ზურაბიშვილი 0.2 %, თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა 0.2 კვლევის მიხედვით, ეროვნული ფორუმის მხარდაჭერა 0.1%-ით განისაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ვეტერანების პარტიას ხმას 0.1% მისცემდა. ქართული დასი - ჯონდი ბაღათურია 0.1%, ლადო ბედუკაძე - ცენტრისტები 0.1%, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ეროვნულ დემოკრატიული პარტია 0.0% 3.9% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა. უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია 19.4 %. გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ კვლევა ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)