01:04 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 12:07:57, 550 ნახვა

საზოგადოება
IEA: საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება; ჩინეთში  - ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 170 ადამიანი იღუპება.

მოსახლეობის რაოდნეობის გათვალისწინებით, აბსოლუტურ რიცხვებში ჰაერის დაბინძურებით გამოწველი დაავადებების გამო ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთსა და ინდოეთში იღუპება.

ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პარიზში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1974 ეუთო-ს ფარგლებში შეიქმნა.

საერთაშორისო ენეგეტიკული სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ სიკვდილიანობის დონე კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი ქვეყნების ენეგოპოლიტიკას არ შეცვლიან.

ორგანიზაცია  საჭიროდ მიიჩნევს ეკოლოგიური ენერგიის წყორებში ინვესტიციის გაზრდას.

გამოცემა The New Yourk Times-თვის მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი ფატიჰ ბიროლის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების გამო განსკაუთრებთ დაზარალებულია ჩინეთისა და ინდოეთის ქალაქები.

“აუცილებელია დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ენერგიის გამოყენების ეფექტიანობის გაზრდასა და მავნე ნივთიერებების ფილტრაციის გზით. ამგვარად შეგვიძლია, მივაღწიოთ პროგრესს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. ამ ქვეყნებმა უნდა გაიგონ, რომ მათი პრობლემები ჩვენი პრობლემებიცაა”, - განაცხადა ბიროლმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics