|
2016-06-27 15:44:27, 661 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პრეზენტაციას დაესწრო. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ღონისძიებაზე მოწვეულ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2015 წლის სარეინტეგრაციო პროგრამის შედეგებისა და 2016 წლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ განახლებული ვიდეოკლიპის პრეზენტაცია შედგა. დევნილთა და განსახლების სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგი სახის სერვისებს სთავაზობს: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება, მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თავითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება, დაბრუნებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, იურიდიული დახმარება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობაა. პროგრამა ასევე, ითვალიწინებს, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების დროულ და ზუსტ ინფორმირებას.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)