2016-06-27 14:44:19, 644 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი უარყოფს ინფორმაციას, რომ კენჭს თბილისის ერთ-ერთ უბანში იყრის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი უარყოფს ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში თბილისის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარად იქნება.
"ეს არ არის სწორი ინფორმაცია, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, ყველანაირ კულუარულ ინფორმაციას შევეშვათ. იონფორმაცია ყველაფერზე გამოქვეყნდება",-განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ არანაირი კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს:
" ვაგრძელებ მუშაობას იმ პოსტზე, სადაც ვარ",-აღნიშნა სუბარმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან