2016-06-26 12:17:06, 696 ნახვა
საზოგადოება
აცანის ეკლესიის წინამძღვარი სამართალდამცეველებს ცემაში ადანაშაულებს
ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს.
როგორც მამა გაბრიელი "რუსთავი2"-თან ყვება, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისივე განმარტებით, ავტომობილი "ქართული ოცნების" ოფისთან გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. თუმცა, აცანის ეკლესიის წინამძღვარის მტკიცებით, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა სასტიკად სცემა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან