23:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 16:18:05, 688 ნახვა

საზოგადოება
"ვენდი" პროექტის "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში, წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

ამერიკული რესტორანი "ვენდი", პროექტის "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.

თბილისში, დოლიძის ქუჩის კუთხეში მდებარე „ვენდისთან“ სტუმრებს „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობისა და „პალიტრა L“-ის წიგნებზე 20-დან 60%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ, წიგნები მათთვის გააჩუქონ, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია, ინკოგნიტო ადრესატებისთვის წერილები დაურთონ და წიგნის მეგობრები გაიჩინონ.  

პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს. სპეციალური ყუთები "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის", და "დანქინ დონატსის" რესტორნებშია განთავსებული.

"პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" უფრო მეტ ძალას იკრებს. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენი ობიექტების, "ვისოლის, "სმარტის" "დანკინის" სავაჭრო ქსელის მეშვეობით თუნდაც 1 წიგნი შემოწირა. ეს წიგნები, რომელიც დაგროვდა, უკვე 150-ზე მეტ ბიბლიოთეკას მივაწოდეთ. დოლიძის "ვენდის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდვების ცერემონიალიც მიმდინარეობს. აქ შემოსული წიგნები აჭარის მაღალმთიან რაიონებში არსებულ ბიბლიოთეკებს გადაეცემა. მოვუწოდებ ყველა ბიზნესს და ადამიანს, რომ ამ პროექტში ჩაერთონ. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება ყველა სავაჭრო ობიექტში, რომელიც "ვისოლ ჯგუფს ეკუთვნის", - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

"წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოს, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია "სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით ხორციელდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, "ვისოლ ჯგუფის", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, "პალიტრა L"-ის, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით, სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს როგორც სამთავრობო სტრუქტურა ასე არასამტავრობო ორგანიზაციები, ასევე კერძო სექტორი და საპატრიარქოს ორგანიზაციებიც. ეს პროექტი განსაკუტრებულად მნიშვენლოვანია, რადგან რეგიონებისთვის ხორციელდება. 25 ატასი წიგნი რეგიონებში მდებარე ბიბლიოთეკებს დაურიგდა. წელს რეგიონული განვითარებისთის ძალიან ბევრი სიახლეა დაგეგმილი. დაგროვილი წიგნებით ჩავალთ რაიონებში და ლიტერატურულ საღამოებს მოვაწყობთ", - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სპეციალური ყუთები ასევე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშია განთავსებული.

ღონისძიებას საზოგადოებისთვის საყვარელი ავტორებიც დაესწრნენ.

წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, "ვენდის" გოგონები სტუმრების განწყობაზე სახის მოხატვით, ბუშტების დარიგებით და სხვა სახალისო აქტივობებით ზრუნავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics