|
2016-06-25 16:09:09, 1094 ნახვა
რეგიონი
აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სენაკში აკაკი ხორავას სახელობის დრამატული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ თეატრი სენაკის კულტურულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს. სენაკის სახელმწიფო თეატრის რეკონსტრუქცია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” მხარდაჭერით ხორციელდება. ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 2015 წლის პირველი ეტაპის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები : გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო სადრენაჟე სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები და თეატრის ინფრასტრუქტურის მოწყობა. შენობის სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)