|
2016-06-25 15:06:41, 676 ნახვა
საზოგადოება
”საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია” Stadler-ის მატარებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
”საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია” ,,Stadler KISS“-ის ტიპის ელექტრომატარებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ს/ს ”საქართველოს რკინიგზა” ახორციელებს ოთხი შვეიცარული ფირმა ,,Stadler KISS“-ის ტიპის ელექტრომატარებლების შესყიდვას. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ფაქტს მედია სივრცეში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი, ,,საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის“ აზრით, აღნიშნული პროექტი უპრეცენდეტოა. კერძოდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მოცულობის ინვესტიცია სამზგავრო სარკინიგზო გადაზიდვებში არ განხორციელებულა. თავის მხრივ, კომპანია ”Stadler”-ის, რომელიც მსოფლიოში სარკინიგზო ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს, შემოსვლა საქართველოს რკინიგზაზე დადებითი მოვლენაა. აღნიშნული მატარებლების თავსებადობაზე საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან ამყარებს Deutsche Bahn AG – DB international დასკვნა. საბოლოო ჯამში, თანამედროვე ევროპული სტანდარტის მატარებლების ექსპლუატაციაში გაშვება, გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის და არარეზიდენტი პირების მობილობის გაზრდას, რაც საბოლოოდ, დადებითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მიმზიდველობის ზრდაზე. ამგვარად, აღნიშნული მატარებლების საქართველოს რკინიზგაზე ოპერირება არის ცალსახად დადებითი მოვლენა, როგორც ს/ს”საქართველოს რკინიგზა”-სთვის ასევე, მთლიანად ქვეყნისათვის. გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას ევროპული სტანდარტების შესაბამისი, კომფორტული და ეკოლოგიურად უსაფრთხო ,,Stadler KISS“-ის ორსართულიანი ელექტრომატარებლებით!”, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)