12:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-25 12:07:04, 535 ნახვა

პოლიტიკა
კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის მზადების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადება.

როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკმაოდ საპასუხისმგებლო ადგილზეა და ბევრი აქვს გასაკეთებლი.

თუმცა,  "ექსპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ  საქართველოს თავდაცვის მინისტრობა სწორედ კობა კობალაძეს სურს.

გენერალ-მაიორი კობალაძე, მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამ ხნის განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე- ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით.

კერძოდ, აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. უფრო მეტიც, სამი თვის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ავღანეთს ეწვია და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა.

აღნიშნული ლექსიკონის დაბეჭდვა თვითონ შეუკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 1000 ცალი წიგნი დაბეჭდა. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში კობალაძე თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა იყო, მას პრემიერი წყალობას არც თავდაცვის მინისტრად წარდგენისა და დამტკიცების დროს მოაკლებს. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელისთვისაც ხელსაყრელი უნდა იყოს კობალაძით ჩანაცვლება, რადგან უკვე დადასტურებული ინფორმაციით,  მას და თავდაცვის მინისტრს საკმაოდ ახლო და თბილი ურთიერთობა აქვთ, რაც შემდგომში, სავარაუდოდ, ხიდაშელის ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics