|
2016-06-25 11:35:31, 546 ნახვა
საზოგადოება
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებით 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი დაინიშნა
მგზავრთნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ 6 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს. „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 07:20, ქ.ბათუმში ჩავა 12:50. ქ. ბათუმიდან გამოვა 16:35 და თბილისში ჩამოვა 22:00. მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტს. შავი ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „საქართველოს რკინიგზა“ 25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიან ელექტრომატარებელს (#898/897) ნიშნავს. მატარებელი ქ. ქუთაისიდან გავა 08:25 ქ.ბათუმში ჩავა 11:05. ქ. ბათუმიდან გამოვა 18:45 და ქ. ქუთაისში დაბრუნდება 21:30. მგზავრობის ღირებულება შეადგენს 4 ლარს. „საქართველოს რკინიგზა“ სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)