|
2016-06-24 15:01:21, 549 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არგენტინის კიდევ ერთ − მოდერნიზაციის სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს
თეა წულუკიანი არგენტინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბუენოს აირესში არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრ ანდრეს იბარას შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი ნაწილი ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო. თეა წულუკიანმა არგენტინელ მინისტრს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის, რეგიონებში ელმმართველობის დანერგვის შესახებ, ასევე, ელექტრონული აუქციონების, ელექტრონული ტენდერებისა და სხვა სისტემების შესახებ უამბო. მინისტრმა სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების პრინციპებზეც ისაუბრა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ნაწილია და 2017 წლის იანვარში უნდა ამოქმედდეს. ანდრეს იბარამ არგენტინის მთავრობის მოდერნიზაციის ახალ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც არგენტინის ფედერალური ოლქებისა და ცენტრების ელექტრონულ ერთიან სისტემაში ჩართვას და ღია მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს არგენტინას ღია მმართველობის, მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, სერვისების მიწოდების, ანტიკორუფციული საქმიანობის და ელექტრონული მმართველობის შესახებ, რაზეც უკვე ორი სამინისტროს ექსპერტები იმუშავებენ. დღესვე იუსტიციის მინისტრი არგენტინის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის საშუალებითაც გასულ წელს არჩევნები ბუენოს აირესში ელექტრონულად ჩატარდა. პრეზენტაციას არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი, ვიცეპრეზიდენტი გაბრიელა მიჩეტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)