|
2016-06-24 14:02:50, 1217 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი ვოლსკი კეზერაშვილის საქმეზე : "ოცნებას" ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის არა მხოლოდ ნება, ვალდებულებაც აქვს
ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთეულ საქმეებს შეეხო. უამრავი ბიზნესმენი, რომელსაც კუთვნილი ქონება ან იძულების წესით ჩამოართვეს, ან სულაც საკუთარი ხელით "აჩუქებინეს" "ქართული ოცნების" მთავარი დანაპირების - სამართლიანობის აღდგენის შესრულებას დღემდე ელოდება. სპეციალური კომისია, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა, მათი ხმამაღალი განცხადებებისა და ხმაურიანი პრეზენტაციის მიუხედავად, არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. პროკურატურა ამას მტკიცებულებების არქონით ხსნის, საზოგადოების დიდი ნაწილი კი პროკურატურის არაეფექტური მუშაობით. რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას" თავისი ამომრჩევლისთვის, რომელიც მისგან ამ პირობის შესრულებას ელოდებოდა და რას პირდებიან 2016 წლის საპარლამენტო რჩევნებისთვის? ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმალიდერმა გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა: "ქონებრივი სამართლიანობის აღდგენისთვის უნდა გამოვძებნოთ სამართლებრივი გზა თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს ხელი გაეხსნას რომ დააბრუნოს ბევრი ქონება, რომელიც თითქოსდა ნებაყოფლობით გადაეცა ყოფილ ხელისუფლებას." - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ. მისივე განმარტებით კიდევ ბევრი ადამიანია რიგში რომელთა ქონებრივი დავა არ დასრულებულა და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა. თუმცა, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს საკმარისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რათა 2012 წლის საარჩევნო დანაპირები, ქონებრივი სამართლიანობის აღდგენა სისრულეში მოიყვანოს. "ახლა 15 მლ -მდე ღირებულების ქონებაა დაბრუნებული და 43 ადამიანია დაკმაყოფლებული. მაგრამ ეს ძალიან პატარა ციფრია. ამას საკმაოდ სერიოზული სამართლებრივი ბაზა სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ,,ქართული ოცნება“ რეალური ძალაა, რომელსაც არა მხოლოდ ნება გააჩნია ამის, არამედ ვალდებულებაც. პროცესი უფრო ინტენსიური განვითარების მოთხოვნას წარმოშობს საზოგადოებაში. ვფიქრობ პროცესი კარგად დაიწყო სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს და უნდა განვითარდეს. სტრუქტურა უნდა გაიზარდოს, რადგან დიდი მასაა საქმეების და ყველა უნდა შევისწავლოთ.“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ბატონო გიორგი, ისეთ საქმეებზე, სადაც საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე მე-4 წლის ბოლოსაც არანაირი შედეგი არ ჩანს. საუბარია, კეზერაშვილზე, ადეიშვილზე, რომელზეც თქვენი გუნდი მუდმივად საუბრობდა, მუდმივად აცხადებდით, ისინი მონაწილეობდნენ ქონების უკანონო ჩამორთმევაში. მაგალითად, არის სენტა პეტროლიუმის საქმე, სადაც კეზერაშვილის მოადგილემ კეზერაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება პროკურატურაში და არ იძვრის საქმე, იგივეა სიტუაციაა ბიზნესმენ შიოლაშვილის საქმეშიც და ასეთი არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება... მე კონკრეტულად სენტა პეტროლიუმის საქმეზე და კეზერაშვილის მოადგილის ჩვენებაზე არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამას ჭირდება სამართლებრივი ბაზის გაძლიერება. გამოძიება უნდა ჩატარდეს, რეალურად რა ხდება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა ქონება გამოართვეს მფლობელებს და გადაუხადეს რაღაც ფასი. შეიძლება დიდი სურვილი არ ჰქონიათ ამის დათმობის, მაგრამ... აქედან გამომდინარე, გარემოებებია შესასწავლი. შემდეგ ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
NS
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)