|
2016-06-24 13:12:52, 705 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა
სახელმწიფო მედიაციის სამსახურის ჩარევით საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტელევიზიის თანამშრომლებისა (პირველადი პროფკავშირი) და ხელმძღვანელობის დავა 1 თვის წინ დაიწყო და მედიატორის ჩართვა ამ პროცესში მოხდა დაუყოვნებლივ. ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი (მედიატორი) ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა როგორც პროფკავშირის ასევე ბორდის წარმომადგენლებთან. შედეგად შეიცვალა კომუნიკაციის ფორმა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და 1 ივლისიდან 600-მდე თანამშრომელს 10 და 20%-ით გაეზრდებათ ანაზღაურება. მხარეებს შორის შუალედური შეთანხმების მიხედვით, ხელმძღვანელობა ვალდებულია ტელევიზიაში ფუნდამენტური ცვლილებების პროცესში ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელებიც. ასევე მოხდა კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმების აღსრულებისა და მონიტორინგის მუხლი ხელშეკრულებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)