23:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 12:27:32, 1012 ნახვა

საზოგადოება
Stadler: „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შეძენილი ,,Stadler KISS” მატარებლები შემოწმებულია და „Т“ გაბარიტს შეესაბამება

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორსართულიანი მატარებლის შეძენასთან დაკავშირებით, მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებაზე, რომელიც Stadler KISS-ის მატარებლის საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის გვირაბები) თავსებადობას შეეხება, შვეიცარული კომპანია Stadler  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

„ჩვენი პროდუქტის, მოცემულ შემთხვევაში, Stadler KISS-ის 1520 მმ-იან ლიანდაგზე   საოპერაციოდ დაშვება განისაზღვრება ГОСТ 9238-83-ით ,,ნაგებობათა და რკინიგზის 1520 (1524 მმ)  სივრცის მოძრავი შემადგენლობის მიახლოების გაბარიტები“. აღნიშნული ГОСТ განსაზღვრავს მაქსიმალურად დასაშვებ ზომებს მატარებლებისათვის და მიახლოებისას მინიმალურად დასაშვებ ზომებს ისეთი ნაგებობებისათვის, როგორიც არის გვირაბები, ხიდები და ბაქნები.  მოძრავი შემადგენლობებისათვის  არსებობს სამი ძირითადი გაბარიტი (Т, 1-Т, ВМ), რომელთაგანაც ,,Т“ ყველაზე მოცულობითია. ხელოვნურ ნაგებობებთან მიახლოებისათვისაც არსებობს ზუსტად ანალოგიური კლასიფიკაციები, შესაბამისი რეზერვის გათვალისწინებით, რათა მოძრავი შემადგენლობა არ შეეხოს ნაგებობებს, მათ შორის საქართველოს რკინიგზაზე არსებულ გვირაბებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.

საქართველოს რკინიგზის მიერ შეძენილი ,,Stadler KISS” მატარებლები შეესაბამება  ,,Т“ გაბარიტს და იგი შემოწმებულია არა მხოლოდ ნახაზების შედარებით, არამედ პრაქტიკული გაზომვის გზითაც.    

საგულისხმოა, რომ შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობა შემოწმებული და დადასტურებულია გერმანიის რკინიგზის (Deutsche Bahn AG – DB international) შესაბამისი ექსპერტების მიერ და გაცემულია დადებითი დასკვნა.

მგზავრთა განსათავსებლად მეორე სართულის მოწყობა დასაშვებია, ვინაიდან ძველი, ერთსართულიანი მატარებლები არ გამოიყენებენ გაბარიტის სრულ სიმაღლეს, ხოლო ორსართულიანი ,,Stadler KISS”  მატარებელი  ვერც კი ავსებს ,,Т“ გაბარიტს.

ორსართულიანი ელექტრო  ,,KISS”  მატარებლები, რომლებიც საქართველოს რკინიგზისთვისაა განკუთვნილი, შვეიცარიელი ინჟინრების მიერ არის შემუშავებული, რა დროსაც მათ შვეიცარიის, გერმანიის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის, ანუ ევროპელი დამკვეთებისათვის დამზადებული, მსგავსი კონსტრუქციის მატარებლები შექმნეს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics