2016-06-23 19:09:55, 1291 ნახვა
მსოფლიო
სროლა გერმანიის კინოთეატრში - დაჭრილია 50 ადამიანი
რამდენიმე წუთის წინ გერმანიაში, ქალაქ ფირხაიმში ქვეყნის ერთ-ერთ კინოთეატრზე თავდასხმა მოხდა. ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 50 ადამიანი.
გერმანული მედიის ცნობით, შეიარაღებულ პირს სახეზე ნიღაბი ეკეთა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ აღნიშნული პირი, უკვე დააპატიმრა.
თავდასხმის მოტივის შესახებ რამდენიმე ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ტერორიზმი. თუმცა, ყველაზე ხშირად დაიწერა იმის შესახებ, რომ ეს იყო ძარცვის წარუმატებელი მცდელობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან