00:02 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 17:56:21, 753 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, 45 ევროპარლამენტარი მარგველაშვილს მერაბიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

45 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებით და მოიქცეს ისე, როგორც სხვა პრეცენდენტების დროს, როცა ევროპულმა სასამართლომ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.

„საქართველო შედის ძალიან მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვირვების საგანი. გუშინ სწორედ ამ კონტექსტში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელსაც ხელი 45 ევოპელმა პოლიტიკოსმა მოაწორა. მათ საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს იმოქმედოს მისთვის მინიჭებული უფლებით და მოიქცეს ისე, როგორც სხვა პრეცენდენტების დროს, როცა ევროპულმა სასამართლომ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

მხედველობაში მაქვს ევროსასამართლოს გადაწტყვეტილება ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ და ფაქტობრივად მთელ ევროპულ პოლიტიკურ სპექტრს ფარავენ.

იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი ყურადღებით მოეკიდებიან ამ გზავნილს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროპის საბჭო ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ადგენს თუ როგორ სრულდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები“ - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics