00:02 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 17:03:26, 591 ნახვა

პოლიტიკა
არგენტინელი ექსპერტები საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციით დაინტერესდნენ

ბუენოს აირესში არგენტინის იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანი სამართლის სფეროს ექსპერტებს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფარგლებში მინისტრმა ექსპერტებს ღია მმართველობის სფეროში მიღწეული წარმატების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

თეა წულუკიანმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწია საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარეობას, რა გზა გაიარა და რა რეფორმები გაატარა კორუფციის დამარცხებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულებისათვის.

შეხვედრაზე მინისტრმა ექსპერტებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციაც წარუდგინა.

„ჩემი მიზანია, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს, როცა საქმე სახელმწიფო სერვისების მიღებას ეხება. სწორედ ამიტომ ავაშენეთ 34 ქართულ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრი, ხოლო დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლების შენებას განვაგრძობთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, მინისტრმა ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ანტიკორუფციული საბჭოსა და სხვა უწყებათაშორისი საბჭოების შესახებ, რომელთაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, და რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად მოქნილი ინსტრუმენტია უწყებების ეფექტური მუშაობისთვის. შეხვედრის დასრულებისას გადაწყდა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში არგენტინისა და საქართველოს მონაწილეობით კონფერენცია გაიმართება, სადაც არგენტინის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს ღია მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics