|
2016-06-23 16:22:43, 538 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება და პატიმრობის მოთხოვნა მნიშვნელოვანი განცხადებაა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება და სასამართლოზე პატიმრობის მოთხოვნა მნიშვნელოვანი განცხადებაა, თუმცა მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აფხაზური საზოგადოების განწყობა გავითვალისწონოთ. მინისტრის შეფასებით, ააფხაზური საზოგადოების განწყობა ბოლო პერიოდში დადებითადაა შეცვლილი: „გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება და სასამართლოზე პატიმრობის მოთხოვნა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს განცხადება სრულყოფილი არაა, იმიტომ, რომ მიმართავენ სასამართლოს, რათა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, ეს მეტყველებს რამდენად რთული ვითარებაა თავად შიგნით აფხაზურ საზოგადოებაში, უნდა ითქვას, რომ ეს დღეები, თუ თვეები, პრაქტიკულად ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა,მათ შორის შიგნით აფხაზურ საზოგადოებაში, ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო და ვინც არ უნდა დაიბრალოს პირველ რიგში აფხაზური საზოგადოების გადაწყვეტილებაა ეს, რომ ამ მკვლელობის მიმართ მომხდარიყო გარკვეული რეაგირება, მაგრამ ფორმულას თუ მიაქცევთ ყურადღებას, საკმაოდ ბუნდოვანია. დადასტურებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, რაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ ვინაიდან აფხაზური მხრიდან არ იყო დადასტურება, ამიტომ ყოველთვის არსებობოდა საფუძველი, რომ შესაძლოა სხვა მიმართულებით წასულიყო გამოძიება, მაგრამ დადასტურდა გვარი, რაშიდ ქანჯი-ოღლი.ასევე ე.წ. სამხედრო პროკურატურა თვლის, რომ უნდა დაპატიმრებულიყო, პირდაპირაა მიმართული ე.წ. სასამართლოს მიმართ, რომ უნდა იყოს აყვანილი პატიმრობაში, ამგრამ ახლა სასამართლოზეა გადაწვყეტილება, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმაოდ რთული ვითარებაა და ამიტომ ასე გაკვირვების ფორმით ამას არ შევხედავდი და ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ვთქვათ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია,მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებასაც. 25 წელია ამ პროცესებში ვარ ჩართული და ყველამ ვიცით, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასეთი ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელის მიმართ აღძრულიყო საქმე,როგორც ახლა ამ ფორმულირებით ვნახეთ, არც არანაირი ფორმულირებით არ აღძრულა საქმე. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა ვიყოთ მოთმინებით, ყურადღებით, მაგრამ არ მოვაკლოთ რა თქმა უნდა ზემოქმედება, გავლეენები, მათ შორის რა თქმა უნდა გავითვალისიწინოთ აფხაზურ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რომელიც აშკარად იცვლება და ეს არის ძალიან მნიშნველოვანი. მიმაჩნია, რომ უნდა მივსდიოთ მოვლენებს და ვნახოთ, როგორ განვითარდება. სწორედ ამ მკვლელობას მიეძღვნა პირველი ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ამუშავება, დაგეგმილი იყო ადრე, მაგრამ სამწუხაროდ დაემთხვა მკვლელობას, მაშინ ქართულმა მხარემ გადასცა ყველა ის ინფორმაცია, რაც თვითონ საკუთარი ინიციატივით მოიპოვა, ასე რომ, შემდეგი შეხვედრა იქნება 6 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორმატში მოხდება ინფორმაციის ისეთი გაცვლა, რომელიც მისაღები იქნება მეორე მხარისათვის და მათ არ უნდა დარჩეთ კითხვები იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ რაღაც შეიძლება არ გადასცეს. მაშინ როცა ვთქვი, რომ დაკავებული იყო, ნამდვილად ასე იყო, როდესაც ვთქვი, რომ გაათავისუფლეს, ესეც სიმართლეს შეესაბამებოდა, მაგრამ შემდეგ ჩატარდა გარკვეული ღონისძიებები და დავადასტურე, რომ ამ ადამიანს არ დაუტოვებია აფხაზეთის ტერიტორია, არასდროს ვიტყუები, ან არ ვიტყვი, რაც არ ვიცი, ან არ ვიტყვი არაფერს”,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. გარდა ამისა, პაატა ზაქარეიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა: “ წავიკითხე ეს ინფორმაცია, ეს უბრალოდ მოსაზრება იყო გამოთქმული, ყველა ვერსია ასაწონ-დასაწონია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, როცა მძიმე დამნაშავეს აპატიმრებენ ნებისმიერ ლეგიტიმურ, თუ არალეგიტიმურ სივრცეში, არამარტო იმიტომ, რომ ის დამნაშავეა და დაჭერილი იყოს,არამედ იმიტომ რომ ის დაცულიც იყოს, ეს გასაგებია. პატიმრობაში აყვანა თავისთვად არ არის მხოლოდ ერთი ინტერესების რეალიზაცია. ნებისმიერ შემთხვევში ეს მოსაზრება,რომელიც არის მოსაზრება და მეტი არაფერი, არის უნივერსალური და ვრცელდება ნებისმიერ ეჭვმიტანილზე, სადაც არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ ეჭვმიტანილის დაკავება. თბილისში რომ მოხდეს მსგავსი რაღაცა, ბუნებრივია დასაკავებელია, თუნდაც იიმიტომ, რომ დაცული იყოს საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელიც შეიძლება სხვანაირად აფასებდეს ამა თუ იმ მოქმედებას. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის ჩართულობას - ყველა ჩართულია,დამოუკიდებელი ექსპერტი თომას ჰამერბერგი იყო რამოდენიმეჯერ ჩასული, ეს შემთხვევით არ ჩასულა ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, ასე რომ ყველა კლასის დიპლომატიური კორპუსია ჩართული,მათ შორის ჟენევაში იყო ამაზე საუბარი, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არსებული, ყველა მიმართულებით, ყველა ინსტრუმენტი გამოყენებულია. ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ, არ მინდა გაჟღერებული იყოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზემოქმედების შედეგად ხდება ეს, შიგნით აფხაზურ საზოგადოებაშიც არის სერიოზული მოძრაობა, რაც ძალიან რთულია, არ არის იქ ცალსახა დამოკიდეუბლება, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქის მკვლევის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება იყო ამდენა ხანს. ქართული მხარე ითხოვს, მაქსიმალურად ჩატარდეს ისეთი გამოძიება, რომელიც მოიცავს ამ მკვლელობის ყველა ასპექტს. ასე ძნელია ყველა დეტალზე ლაპარაკი, აიპიარებზე, რომელიც მიმდინარეობს იქ, იმიტომ, რომ იქ მაინც იურისტები, სპეციალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ინტერესებია, რომ მაქსიმალურად გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და საბოლოოდ დასრულდეს ასეთი საშინელი ექსცესები, რადგან სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ასეთი ფაქტი არ მომხდარას, გიგა ოთხოზორია შეეწირა სწორედ მოუგვარებელ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს. ეს კონფლიქტის ნაწილია და არ არის ერთი რიგითი კრიმინალური მოვლენა, აქ გარდა სამართლისა შემოდის პოლიტიკაც, მოლაპარაკებების პროცესი, ოკუპირებულია და იქ არ ვრცელდება არც საქართველოსა და არც საერთაშორისო სამართლის იურისდიქცია, ეს საკითხები ვერ იქნება წმინდა წყლის სამართლის კონტექსტში განხილული, ეს არის პოლიტიკური ნაწილიც”,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)