|
2016-06-23 10:26:15, 510 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ლიხტენშტაინში შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიხტენშტაინის სამთავროს ეწვია, სადაც შეხვედრები გაიმართა ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრთან აურელია ფრიკთან, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველთან პრინც ალოისისთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ლიხტენშტაინის სამთავროში ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვადუცში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ეკონომიკის, ტურიზმის, რეგონალური განვითარებისა და განათლების სფეროებში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიცირებული 4 პუნქტიანი რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებები და ამ კუთხით ქვეყნის განვითარების უახლოესი ამოცანები. ლიხტენშტაინის მხარემ გამოთქვა დაინტერესება საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს მრავალი მიმართულებით, მათ შორის განათლების სფეროში - პროფესიული სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით, ასევე ქვეყნის რეგიონალური განვითარების მიმართულებით. ლიხტენშტაინის მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ, მათ შორის მოქალაქეთა მომსახურების ინოვაციური ელექტრონული სერვისების მოდელით. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რასაც ცალსახად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესხებ შეთანხმება, რომელსაც ხელი მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შვეიცარიის კონფერედრაციაში ვიზიტის დროს მოეწერება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა თბილისში ლიხტენშტეინის ბიზნეს-დელეგაციას უმასპინძლოს. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ლიხტენშტაინს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ პოზიტიურ თანამშრომლობას. შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის რეგულარული კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა, მათ შორის ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხრციელების მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ვადუცში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველს პრინც ალოისის. შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომში ხელი შეუწყონ საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის ურთიერთობების განვითარებას.
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)