21:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 19:48:57, 610 ნახვა

საზოგადოება
საარჩევნო პერიოდში ძალადობა 2-დან 5-წლამდე პატიმრობით დაისჯება

სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილების მიზანი წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენციაა.

ცვლილებებს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი ხმა არავის მიუცია.  

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი – 162 მუხლი, რომლის მიხედვითაც, კინჭისყრის შენობაში, კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონოსძიებების დროს ძალადობა, რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

ძალადობრივი ქმედება, რომელსაც მოჰყვა პირის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. ხოლო, თუ  იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, სასჯელის ზომა იქნება 2– დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საარევნო უბნის პერიმეტრზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის გარეშე პოლიციის ყოფნას და არა საკუთრივ კერნჭისყრის შენობაში, თუ კი ადგილი ექნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. 

ცვლილებების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics