00:02 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 19:37:42, 755 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა პარტიებისთვის წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი მიიღო

87 ხმით არცერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ინიცირებული წინასაარჩევნო ეთიკის კოდექსი  დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უმცირესობის დეპუტატებთანაც შედგა.

,,მათთან ამ თემაზე კომუნიკაცია იყო და იმედია ამ დოკუმენტს შემოუერთდებიან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

კოდექსის ინიციატორის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული კოდექსი სიძულვილის ენის აღმოფხვრას და წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობის კონსტრუქციულ რეჟიმს უზრუნველყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics