2016-06-22 19:34:49, 644 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება
პარლამენტმა 79 ხმით ერთის წინააღმდეგ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრი არ არის ვალდებული საარჩევნო პერიოდში თანამდებობიდან გადადგეს.
მას შეეძლება თანამდებობა შეინარჩუნოს და საარჩევნო პროცესშიც იყოს ჩართული.
ცნობისთვის, არსებული კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ვალდებული იქნებოდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, რაც მთელი მთავრობის გადადგომას და ახალი შემადგენლობის დამტკიცებას მოითხოვდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან