10:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 19:30:36, 702 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი აირჩია

85 ხმით არცერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი აირჩია. მეორე კანდიდატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა 44 დეპუტატის ხმა მიიღო.

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ნათია მიქელაძემ დეპუტატებს კანდიდატები წარუდგინა და მათი ბიოგრაფიები გააცნო, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა.

თამარ ქალდანი პროფესიით იურისტია. იგი 2013 წლიდან საქართველოს პირველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იყო. მისი ხელმძღვანელობის დროს შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, რომელიც ახორციელებს მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და ორგანიზაციებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმას.

თამარ ქალდანის თქმით, მეორე ვადით კანდიდატურის წამოყენება ემსახურებოდა იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც იგი გრძნობს დაწყებულ რეფორმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით დაწყებული რეფორმა უნდა გაგრძელდეს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ორი მიმართულებით - ეს არის საქმიანობის მასშტაბების გაზრდა, ბევრ სექტორში მონაცემთა დამუშავების შესწავლა და საზოგადოების ინფორმირება და მათთან მეტი კომუნიკაცია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევის პროცესი მაისში დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგად 2 კანდიდატი პრემიერ-მინისტრს წარუდგინა, რომელმაც შერჩეული კანდიდატურები პარლამენტს გადაუგზავნა.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატს დღეს უყარეს კენჭი.

საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 3 წლის ვადით ირჩევს. 2013 წლიდან დღემდე ამ თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებს. კანონმდებლობის თანახმად, ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics