22:32 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 18:40:49, 3751 ნახვა

კულტურა
ლეგენდარულ მერილ სტრიპს 67 წელი შეუსრულდა

ამერიკული კინოს, თეატრისა და ტელემსახიობი, სამი "ოსკარის" მფლობელი [ საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" (1979), საუკეთესო მსახიობი ქალი "სოფის არჩევანი" (1982), "რკინის ლედი" (2011) ] და შვიდი "ოქროს გლობუსის" მფლობელი დღეს იუბილარია. 

ყველასთვის საყვარელ მსახიობს დღეს 67 წელი შეუსრულდა. 

რეკლამების მსახიობი მერი სტრიპისა და ფარმაცევტი ჰარი ვილიამ სტრიპის ქალიშვილი მერი ლუის სტრიპი დაიბადა სამიტში, ნიუ ჯერსის შტატში. სტრიპის დედის წინაპრები შვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული ფესვები ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: დანა და ჰარი. სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა. ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის.

მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლში „სევილიელი პლეიბოი“, პირველი როლი კი 1977 წელს სატელევიზიო ეკრანისთვის შექმნილ ფილმში „The Deadliest Season“ ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელს ითამაშა ფილმში „ჯულია“ ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან. სტრიპის პირველი მხატვრული ფილმი იყო „ჯულია“, სადაც მან შეასრულა პატარა როლი. შემდეგ იყო „ირმებზე მონადირე“ (1978), რომელმაც მერილს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. ეს ჯილდო მან მომდევნო წელს აიღო ფილმისათვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. 1978 წელს მან აიღო თავისი პირველი ემის ჯილდო მინისერიალისთვის: „განადგურება“. ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში „მანჰეტენი“. 1982 წელს კი მან უკვე მთავარი როლისთვის მიიღო ოსკარი ფილმში „სოფის არჩევანი" განსახიერებული სოფი ზავისტოვკის როლში.

2002 წელს თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ მერილ სტრიპი დაუბრუნდა თეატრს, სადაც ითამაშა სპექტაკლში „თოლია“. იმავე წელს სტრიპმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში „ადაპტაცია“ და საათები“. ორივე როლისთვის მან კრიიკოსთა მოწონება და ჯილდოები დაიმსახურა.

კრიტიკული და კომერციული წარმატება სწრაფად მოიხვეჭა ფილმებით „ირმებზე მონადირე“ რობერტ დე ნიროსთან და „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დასტინ ჰოფმანთან. პირველში სტრიპმა პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო, მეორეში კი თვით პირველი ოსკარი. სულ სტრიპს სამი ოსკარი, რვა ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ერთი BAFTA-ს ჯილდო აქვს მიღებული. იყო ასევე წარდგენილი გრემის ჯილდოზე. კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ იყო წარმოყენებული ოსკარზე 18 ნომინაციით (როგორც ქალთა ისე მამაკაცთა შორის). სტრიპი ასევე საყოველთაოდ მოიაზრება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კინომსახიობი. ის ასევე იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებსაც აღებული აქვთ ოთხივე მთავარი ზემოთხსენებული კინოჯილდო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics