|
2016-06-22 18:25:42, 595 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით, დევნილთა საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და აგრარულ სექტორში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა ჩართულობა: პრობლემები და პერსპექტივები“ გაიმართა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მრგვალ მაგიდასთან განიხილეს შემდეგი თემები: „აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებიდან - აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემებამდე: იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობა აგრობიზნესში“ და „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის“. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე გოჩა ცოფურაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი მოგვარების გზები, აჩვენოს წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე დევნილთა აგრობიზნესში მონაწილეობის პერსპექტიული მიმართულებები. ასევე, შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა და მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრაცია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)