|
2016-06-22 16:58:04, 541 ნახვა
პოლიტიკა
ძაბირაძე: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, თუმცა უმრავლესობით მოსვლა გაუჭირდება
დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, თუმცა უმრავლესობით მოსვლა გაუჭირდება. მოსალოდნელია კოალიციური ხელისუფლება, - აცხადებს „ექსპრესნიოუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი რეალობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს შეინარჩუნებს. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური გაერთიანებები არ ვიხილეთ. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიას ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ. ის ვარდუდობს, რომ ბარიერის გადალახვა „თავისუფალ დემოკრატებს“, „რესპუბლიკელებსა“ და „ეროვნულ ფორუმსაც“ აქვს. თუმცა, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტურ წარმოებაზეა დამოკიდებული. „არასაპარლამენტო ოპოზიციაში არის ჯგუფები, რომლებსაც 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ნამდვილად აქვთ. შევეცდები ეს ძალები ჩამოვთვალო, ესენი არიან: „პატრიოტთა ალიანსი“, ნინო ბურჯანაძისა და პაატა ბურჭულაძის პარტიები და ასევე „ლეიბორისტები“. რა თქმა უნდა მათ არ აქვთ გარანტირებული, რომ ბარიერის გადალახვას შეძლებენ. თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად სამართლიანი იქნება მათ ამის შანსი აქვთ, თუმცა ეს მაინც საარჩევნო პროცესზე იქნება დამოკიდებული - როგორ ააწყობენ ისინი მას. ახლა ის პერიოდია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა მომავალზე უნდა იფიქრონ. ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად პარტიათა გამსხვილება უნდა ვიგულისხმოთ. „პატრიოტთა ალიანსმა“ ეს ნაბიჯი გადადგა, თუ ის მოახერხებს და სტრუქტურულად გამართული შტაბიც ექნება და ამომრჩეველთანაც სწორად შეარჩევს დიალოგის ფორმას, მაშინ დიდი ალბათობით გარანტირებულად გადალახავენ ბარიერს. ვიმეორებ არცერთ პარტიას არ აქვს დღეს შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. „ოცნებას“ შეუძლია ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ არა მგონია უმრავლესობით მოვიდნენ, კოალიციურ ხელისუფლებას ველოდები. ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა კი პარლამენტში მოხვედრა უნდა იყოს და შემდეგ იფიქრონ ძალაუფლების ხელში აღებაზე, - იქნება ეს 2020 წლის არჩევნები თუ ვადამდელი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე. პოლიტოლოგის თქმით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი„თავისუფალ დემოკრატებს“, „რესპუბლიკელებსა“ და „ეროვნულ ფორუმსაც“ აქვთ. „მათაც ზუსტად ის შანსი აქვთ, რაც ჩემს მიერ ჩამოთვლილ სხვა პარტიებს. ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, თუმცა მათაც სჭირდებათ ისეთივე ურთიერთობები, რაც არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებთან მიმართებაში ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვაა. ამაში მხოლოდ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება არ იგულისხმება. ამაში იგულისხმება ამომრჩეველთან კომუნიკაციის გზები, იდეოლოგია, სლოგანები და ა.შ. მათაც უნდა იფიქრონ გაერთიანებაზე. მათაც არ აქვთ ფუფუნება, რომ იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ განსხვავება-არგანსხვავებაზე იფიქრონ. რაც შეეხება, „გირჩსა“ და გიორგი ვაშაძის პარტიას ჩემი აზრით, მათ ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. „გირჩი“ საკმაოდ ფრთხილად და კულუარულად მუშაობს, ამიტომ მასზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია. ვაშაძეს რაც შეეხება, მან სულ ახლახანს ჩამოაყალიბა პარტია, შესაბამისად არჩევნებამდე კარგი პარტიული სისტემის აწყობას ვერ მოასწრებს. მგონია, რომ ორივე პარტიას გაუჭირდება ბარიერის გადალახვა“, - აცხადებს ძაბირაძე. პოლიტიკის სპეციალისტის აზრით, თუ ოპოზიციური პარტიები გაერთიანებას ვერ მოახერხებენ, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს შეინარჩუნებენ. „ეს დამოკიდებულია იმ კონფიგურაციაზე რაზეც მე და თქვენ ვისაუბრეთ. თუ ოპოზიცია მსხვილი გაერთიანებების შექმნას შეძლებს, მაშინ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლების ბრძოლა ექნებათ. თუ ამას ვერ მოახერხებენ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩება. დღეს „ენმ“-ს 200 000 ამომრჩეველი ჰყავს 2 მილიონიან ამომრჩეველში, ამ რაოდენობის ამომრჩეველი მას ყოველგვარი აგიტაციისა და საარჩევნო კამპანიის გარეშე ჰყავს. ეს დაახლოებით 10%-ია. დღევანდელი კონფიგურაციით, ძალიან მეეჭვება რომ რომელიმე მათგანმა „ნაციონალების“ ჩანაცვლება შეძლოს.
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)