20:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 10:50:20, 586 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა თიანელი ახალგაზრდებისთვის მარათონი ჩაატარა

“თიანელი ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებისთვის” - ამ სახელწოდებით დაბა თიანეთში მარათონი გაიმართა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ადგილობირივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ჩაატარა.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული.

მარათონს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე და ადგილობირივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაში  თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 14-დან 18 წლამდე ასაკის 70-მდე მოხალისე მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა სტარტი აიღეს სოფ. ზარიძეების საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. რბენა დაბა თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში დასრულდა. მარათონში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ღვინიაშვილმა, მეორე და მესამე ადგილები კი გიორგი ცალუღელაშვილსა და ილია კახოშვილს ერგოთ.

გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.  გიორგი ღვინიაშვილს და პროექტების ყველაზე აქტიურ მონაწილე ქეთი კაცელაშვილს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისგან“ ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საგზურები გადაეცათ. პროექტის ყველა მონაწილე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან უფასო ექსკურსიით დასაჩუქრდა.

აღსანიშნავია, რომ მარათონის იდეა  თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით, რომელიც “იდეიდან ცვლილებამდე“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. პროექტი „იდეიდან ცვლილებამდე“ ასევე რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics