09:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 10:03:19, 560 ნახვა

პოლიტიკა
თომას მელია: მოხარული ვართ, რომ პრემიერმა სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართვისგან თავი შეიკავონ

მოხარული ვართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომლითაც მან სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართულობისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელიამ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე ბევრ საკითხს შევეხეთ საქართველოს პოლიტიკურ განვითარებასა და მომავალ არჩევნებზე საუბრისას. მოხარული ვართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადებით, რომლითაც მან სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართულობისგან. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება პოლიტიკური კამპანიის პერიოდში პრობლემას წარმოადგენდა წარსულში როგორც აქ, ისე ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხს და სახელმწიფო მოხელეებს განუმარტოს, თუ რას წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს ამ პროცესის კონტროლი და მონიტორინგი“, - განაცხადა მელიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა, რათა გამოაშკარავდეს და თავიდან იქნას აცილებული ძალადობის ინციდენტები.

 „დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა, რათა გამოაშკარავდეს და თავიდან იქნას აცილებული ძალადობის ინციდენტები. მნიშვნელოვანია ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება“,- განაცხადა თომას მელიამ.

მისივე თქმით, USAID-ი და სხვა ამერიკული სააგენტოები მზად არიან, განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ევროპული ინტეგრაციის საქმეში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics