2016-06-22 09:24:20, 886 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აირჩევს
საქართველოს პარლამენტი დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აირჩევს.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ორი კანდიდატის - თამარ ქალდანისა და ნიკოლოზ ლეგაშვილის საკომიტეტო მოსმენა 13 ივნისს გაიმართა, დღეს კი, საკითხი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავა და პარლამენტი ორივე კანდიდატს უყრის კენჭს.
პლენარული სხდომა ქუთაისის პარლამენტის შენობაში, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან