|
2016-06-21 20:33:05, 628 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასა და ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა: „ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს მსგავს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, მუდმივად იყოს დღის წესრიგში და მისი საკითხი არ კარგავდეს აქტუალურობას. მართებულად ახსენეს ეს საკითხი „ღია კარის“ პოლიტიკის საიმედოობის შესახებ საუბრისას. მე ვიტყოდი, რომ აქ საქმე ეხება არა მხოლოდ „ღია კარის“ პოლიტიკას, არამედ, ნდობას ნატოს მიმართ, თუ რამდენად შეძლებს ის დარჩეს საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას სხვა გამოწვევები მოახდენს. მეორე მხრივ, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი და ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნების სხვა მიღწევებზეც - აკმაყოფილებენ თუ არა ისინი დემოკრატიული კლუბის მოთხოვნებს, სადაც ქვეყნებს ერთიანი ღირებულებები და პრინციპები აერთიანებს. სამწუხაროდ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჩვენი გამოწვევაა ნატოს მიმართ ნდობის საკითხი. 2008 წელს ნათლად ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნები უპირობოდ, რიგი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. მაშინ არავის წამოუყენებია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პირობად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა. სამწუხაროდ, ბოლო დროს აქტიურად გვიყენებენ პირობებს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაც თავიდან ნატო-საქართველოს ურთიერთობაში არ წარმოადგენდა განმსაზღვრელ ფაქტორს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ ან მასზე არ ვსაუბრობთ - ეს არის რუსეთი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის წევრიც არ არის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო. რუსეთი შემოიჭრა დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილიც ოკუპირებული აქვს, როგორც მოხდა მაგალითად ყირიმის შემთხვევაში. როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დამოკიდებულია აღნიშნული პრობლემების გადაჭრაზე, ამით მწვანე შუქს ვუნთებთ რუსეთს, რათა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა მეზობელი ქვეყნების განვითარების შესაფერხებლად. როდესაც ვამბობთ, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის საჭიროა მოგვარდეს ტერიტორიული პრობლემები, ამით ვქმნით უარყოფით წრედს, რაც რუსეთს ბიძგს აძლევს გაატაროს ჩვეული პოლიტიკა. სწორედ ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ ვსაუბრობდით აღნიშნულ საფრთხეებზე. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს პასუხს არ მოსთხოვენ ჩადენილი უკანონობისთვის, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდგებით, რისი ნათელი მაგალითიცაა უკრაინა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა ნიშნავს მხოლოდ მე-5 მუხლის ქვეყნების ერთიანობას, თავისუფლებასა და მშვიდობას, ასეთი ევროპა ვერ იქნება ვერც ერთიანი, ვერც თავისუფალი და ვერც მშვიდობიანი“.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)