|
2016-06-21 17:12:37, 619 ნახვა
საზოგადოება
თამარ ხულორდავამ N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ შექმნილი საეკლესიო ხატებისა და სამაჯურების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა. 5 მსჯავრდებულის ნამუშევრები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზშია განთავსებული. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „დიტო ცინცაძის ფონდის“ წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მსჯავრდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხები, მსჯავრდებულების სურვილით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად „დიტო ცინცაძის ფონდში“ გადაირიცხება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მსჯავრდებულების მონაწილეობა ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც მათ რეაბილიტაციას ემსახურება, მნიშვნელოვანია. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავად მსჯავრდებულების სურვილით, ეს გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედი ხასიათისაა. უწყება ხელს უწყობს ყველა ისეთი ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებას, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ემსახურება. მათი მონაწილეობა ინდივიდუალურ საქმიანობაში და ზოგადად, მსჯავრდებულების დასაქმება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი გამოფენაც ემსახურება მათ მიერ კეთილი საქმის კეთებას და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან წევრებად დაბრუნებას,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ. „დიტო ცინცაძის ფონდის“ წარმომადგენელი დიმიტრი ცინცაძე კი, მსჯავრდებულებს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობას უხდის. „მადლობა მინდა გადავუხადო იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც ეს ხელნაკეთი ხატები და სამაჯურები სასიკეთო საქმისთვის დაამზადეს. გაყიდვიდან შემოსული თანხები ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. ასევე, მადლობას ვუხდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფოლკლორის ცენტრსა და კომპანია „ჯეპრას“ ღონისძიების ორგანიზებისთვის,“-აღნიშნა დიმიტრი ცინცაძემ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)