14:59 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 22:00:37, 452 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 ივნისის სპეციალური ანონსი

21 ივნისს, 09:15 საათზე, სასტუმრო ”ჰილტონ ბათუმში” საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და საქართველოს შემოსავლების სამსახური გახსნიან ორდღიან კონფერენციას, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს მიზნად. 
მის: ბათუმი, რუსთაველის ქ. #40 
საკონტაქტო პირი თამარ ბარბაქაძე - 599 10 29 19 

21 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში “გალტ & თაგარტის” სექტორული კონფერენციების სერიებიდან პირველი სექტორული კონფერენცია გაიმართება, რომელიც ტურიზმის სექტორს მიეძღვნება. 

21 ივნისს, 11.00 საათზე, თბილისის საკრებულოში გაიმართება ალექსანდრე ელისაშვილის და სულხან ცინცაძის ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენელთა პრესკონფერენცია არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ უკნანონო სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებით.

21 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს რეგიონებში მარჯანიშვილის თეატრის გასტროლის შესახებ კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

21 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

21 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“ პროექტის „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“ შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

21 ივნისს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდება.
თბილისი, პარლამენტი, B კორპუსი, II სართული, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

21 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პროფესიულ კოლეჯ „მერმისს“ დაათვალიერებენ, სტუდენტებს შეხვდებიან და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ პროექტზე, რომელიც ზრდასრული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებით და ახალი პროფესიის დაუფლებით, მათი დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მის: გურამიშვილის გამზ. #72 ბ, მეტრო „გურამიშვილსა“ და „ღრმაღელეს“ შორის

21 ივნისს, 12:00 საათზე, გოგირდის აბანოების წარმომადგენლები აბანოთუბანში ბრიფინგს გამართავენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
თემა: გოგირდის აბანოები სამი დღით იხურება. 
საკონტაქტო პირი ნოდარ ტოტოღაშვილი - 597 58 07 00

21 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმროში Holiday Inn "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” საჯარო დისკუსიას გამართავს.
თემა: “საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში: გამოწვევები და სამომავლო რეფორმები”.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03

21 ივნისს, 12:00 საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წინასაარჩევნო მონიტორინგის ოფიციალურად დაწყებამდე პრესკონფერენციას გამართავს და წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას წარმოადგენს.
მის.: ონიაშვილის ქ. #37
საკონტაქტო ტელ: 568 18 00 10 

21 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის მოხსენებას მოისმენენ. 

21 ივნისს, 12:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობით, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ახალი განყოფილება გაიხსნება, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე დაესწრება.
მის: ჯავახიშვილის ქ. #52 
საკონტაქტო პირი ანუკა წიკლაური - 599296050

21 ივნისს, 12:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის პირველ დარბაზში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გამართავს, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მარიამ რაქვიაშვილი და ვებ-პორტალის „ევროპა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლიკა შავგულიძე.
თემა: როგორ ვებრძოლოთ მტრულ პროპაგანდას. 

21 ივნისს, 12:30 საათზე, ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სახალხო დამცველის ოფისში თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებები და სასამართლოში შეტანილი სარჩელები უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

21 ივნისს, 13:00 საათზე, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისის პროკურატურამ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის მიმართ ელისო კილაძის მიერ საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე ერთწლიანი გამოძიება დაასრულა. 
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი"

21 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი 419

21 ივნისს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის, „ბიზნესდაჯილდოება 2016“-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების შესახებ აუდიტორიას ინფორმაციას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი მიაწვდიან.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)

21 ივნისს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. 
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. 
საკონტაქტო პირი ნათია ლეშკაშელი - 595 52 11 52

21 ივნისს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით, პარტია "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენელი ცესკო-ში, საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ჯიბლაძე სამუშაო შეხვედრას დაესწრება.
მის: აღმაშენებლის ხეივ. მე-13 კმ., ცენტრალური საარჩევნო კომისია 

21 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

21 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

21 ივნისს, 17:00 საათზე, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ონოკოლოგთა ასოციაცია საქართველოს ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. 
მის: ლუბლიანას ქ. #5 (რკინიგზის საავადმყოფო), ”ჰოსპიტალ დიღომის” შენობა. მესამე სართული. 

21 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნაშრომის „ნედლეულის ეკონომიკა“ (ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში) პრეზენტაცია გაიმართება. 

21 ივნისს, 19.00 საათზე, მულტიმედია განათლების ცენტრში (MEC) ეკოფილმების ფესტივალი გაიმართება.
მის: ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. #10ა (ოპერის მოპირდაპირე მხარეს)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics