09:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 17:36:24, 616 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-საქართველოს დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ს მხრიდან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში დემოკრატიის კუთხით მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს  . ამერიკული მხარე მიესალმა საქართველოს მიერ დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს.    

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები  თავისუფალი, გამჭირვალე და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობისა და ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.

ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის განვითარების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები დავით ზალკალიანი და დავით დონდუა, ხოლო აშშ-ს მხრიდან - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტ ბერშინსკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ტომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნების საპროკურორო საქმიანობის განვითარების დახმარებისა და ტრენინგის ოფისის ევრაზიის რეგიონული დირექტორი ქეთრინ ნიუკომბი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics