20:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 15:20:06, 610 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სუპერლიგა B-ს ფინალი მოიგო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საფეხბურთო გუნდმა ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგა B-ს ფინალში "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა"  ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ფინალურ დაპირისპირებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკაინი დაესწრო.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ტურნირის  რეგულარული სეზონი წარმატებით დაასრულა. გუნდმა 18 ქულით სუპერლიგა B-ს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა, რომლის შემდეგ ფლეი ოფის ყველა ეტაპზე იმარჯვა და ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა. ტურნირს მთელი სეზონის განმავლობაში ახალი სპორტის სასახლე მასპინძლობდა. მასში სახელმწიფო, კომერციული და სასწავლო ორგანიზაციები ასპარეზობდნენ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ტურნირის განმავლობაში ყოველი გამარჯვებიდან შემოსული თანხა „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.

ცნობისთვის, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ამ ტურნირის პრიზიორი ერთხელ უკვე იყო. 2013-2014 სეზონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე თასის მფლობელი გახდა.

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. მას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics