|
2016-06-20 11:40:43, 1043 ნახვა
რეგიონი
აჭარა ირლანდიის კორკის საგრაფოს დელეგაციას უმასპინძლებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 21-23 ივნისს კორკის საგრაფოს (ირლანდია) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 ივნისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში" აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვედრას გამართავს კორკის საგრაფოს მერთან ჯონ პოლ ო'შთან და დელეგაციის სხვა წევრებთან. მათივე ცნობით, არჩილ ხაბაძე მთავრობის წევრებთან ერთად სტუმრებს გააცნობს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურათშორისი ცნობიერების ამაღლების, ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი გახდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქი კორკი სიდიდით მეორე ქალაქია ირლანდიაში. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე მდინარე ლის სანაპიროზე. კორკის ნავსადგური ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნავსადგური, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში იქცა ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ ნავსადგურად. ის ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ადგილობრივები ქალაქს ,,ირლანდიის ნამდვილ დედაქალაქადაც" მოიხსენიებენ. კორკის საგრაფოს დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრების გამართვის შემდეგ რეგიონის ტურისტულ და კულტურულ ღირშესანიშნაობებს გაეცნობა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)