|
2016-06-18 12:17:44, 789 ნახვა
Lifestyle
კახა კალაძე: ვერაფრით დავეხმარები ენმ-ს, არ ავყვები ამ ბინძურ თამაშში
ვიცით ყველამ რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასარჩევნო მარათონის დასაწყისია და კიდევ ბევრ "კომპრომატებს" შეთხზავენ, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ განცხადებას, სადაც მათ დოკუმენტები წარადგინეს და კალაძე „კორცხელის ინციდენტის“ ორგანიზებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც კალაძე წერს წინა კარიერა რა ღირებულებებითაც გაიარა იგივეს აპირებს ახლაც. მისი თქმით, უსაქციელობა მასში განწყობებს ვერ შეცვლის. „პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოვუწოდებდი ყველას აგვეყვანა პოლიტიკური ურთიერთობები ახალ საფეხურზე, ცივილურ საფეხურზე - მორალი ყოფილიყო ჩვენი ხალხთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ოპონირების და თუნდაც კონფრონტაციის მთავარი განმსაზღვრელი. მე ჩემი წინა კარიერა რა ღირებულებებითაც გავიარე, იგივე ღირებულებებით დავიწყე ეს კარიერაც და ვერანაირი ამორალური, ლოგიკის და ღირსების, ხშირ შემთხვევაში გონიერების ზღვარს მიღმა მდგარი საქციელი, უფრო სწორად -უსაქციელობები, ჩემში განწყობის ცვლილებას ვერ გამოიწვევს. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას , იგივე ამორალურია ოპოზიციის სახითაც, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს მათი "პოლიტიკური ბრძოლის" მეთოდები, არ იშლიან თავის სტილს და ოპონირების ერთადერთ საშუალებად იყენებენ ცილისწამებას, სიცრუეს და მოსახლეობის დაზაფვრას დეზინფორმაციით. ეს არის პარტია რომელსაც არც არასდროს ქონია არსენალში პოლიტიკური მუშაობის, ბრძოლის სხვა მეთოდი, ეს არის პარტია რომელიც ქვების და ტალახის სროლით მოვიდა ხელისუფლებაში და თავის "მეორედ მოსვლა" იგივე მეთოდებით სურს. სხვა რეალობაა ძვირფასებო: ხელისუფლება სხვაა, ხოლო ამომრჩეველი კი ბევრად გამოცდილია - მას ყველაფერი ახსოვს! ამიტომაც დაგტოვათ სამუდამოდ წარსულში და გაქციათ ზურგი! ვიცით ყველამ რომ ეს მათი წინასარჩევნო მარათონის დასაწყისია და კიდევ ბევრ "კომპრომატებს" შეთხზავენ. მე მწამს, რომ ვინც კი დღეს პოლიტიკურ სპექტრში ჯანსაღად აზროვნებს, ყველა მაქსიმალურად ეცდება იზრუნოს ოპონირების დონის და ხარისხის აწევაზე, და ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე საქართველოში. კონკრეტულად ალფა-ბანკის წერილებზე კი რა ვთქვა? გაბრაზება კი არ დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე... ვერაფრით დავეხმარები ენმ-ს, არ ავყვები ამ ბინძურ თამაშში“, - წერს კახა კალაძე facebook-ში. შეგახსენებთ, გუშინ გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს დოკუმენტები წარუდგინეს, რომლის თანახმადაც „კალა კაპიტალი“ ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს ურიცხავს. ამავე დოკუმენტების მიხედვით, რუსული სააქციო საზოგადოება ალფა ბანკის მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილებისN0978-NRB/017 და N0979-NRB/017 - თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მარია შევჩენკო, ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე “კალატოზამ” ალფა ბანკში გახსნა ორი ანგარიში კორცხელში „გამოჩენილი“ ორი მოძალადის ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე.
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)