|
2016-06-18 11:58:53, 605 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ
ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას. ესენია - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლიას განაცხადა. პრემიერმა რამსფელდის ფონდსა და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტს, ასევე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს CAMCA-ს რეგიონალური ფორუმის ორგანიზებისთვისა და ფორუმის ჩატარების ადგილად თბილისის შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა. „მოხარული ვარ, რომ თბილისი ამგვარი რეგიონალური ღონისძიებების ჩატარების ცენტრი ხდება. დიდი მადლობა, მდივანო რამსფელდ, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლის სტატუსით და შემდგომში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. მსოფლიოს ამ სირთულეებით სავსე რეგიონში გადასარჩენად, უმნიშვნელოვანესია თქვენნაირი მეგობრების ყოლა. მოხარული ვარ, რომ ბატონი თედო ჯაფარიძის სახით მყავს შესანიშნავი მასწავლებელი და მენტორი და მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემს მიმართ კეთილი სიტყვები არ დაიშურეთ. აღფრთოვანებული ვარ, რომ დამსწრეთა შორის ვხედავ რამსფელდის პროგრამის მრავალ სტიპენდიანტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებაში წვლილის შეტანას. მე საკუთარ თავზე გამოვცადე აშშ-ში სასწავლო სტიპენდიის ღრმა ეფექტი. 1990-იან წლებში, ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ამ რეგიონის წარმომადგენლისთვის თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. მე მომეცა შესაძლებლობა, ილინოისის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე მასკის პროგრამის სტიპენდიანის სტატუსით მესწავლა - ეს პროგრამა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული“, - აღნიშნა პრემიერმა. კვირიკაშვილის თქმით, ამ გამოცდილებამ მისი ცხოვრება სრულად შეცვალა და დღემდე აგრძელებს მის მოტივირებას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტები დაამყაროს. „მე აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენ ხართ აქ, რათა განიხილოთ მნიშვნელოვანი რეგიონალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საკითხები. ჩემი გადმოსახედიდან, ფორუმის ჩატარებისთვის იდეალური დროა შერჩეული, რადგან გასულ თვეში ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი. ჩვენმა პატარა ერმა მოახერხა სიღარიბის დაძლევა, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის თავდასხმა და ჩვენზე ბევრად დიდი მეზობლის მიერ განხორციელებული ნაწილობრივი ოკუპაცია. ჩვენ შევქმენით თანამედროვე, დინამიური, დემოკრატიული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ. ეს ყველაფერი ჩვენ მარტოებს არ გაგვიკეთებია. მეგობრები და მოკავშირეები დაგვეხმარნენ იმ პოზიციის მოპოვებაში, რომელიც ახლა გვიჭირავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ ამ ვალს და მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება ამ გარიგების ფარგლებში - საერთო ღირებულებების შენარჩუნების კუთხით. ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას. ესენია - ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკურ განვითარებაზე გავამახვილებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია მოგაწოდოთ ინფორმაცია სამივე მიმართულებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)